სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 10 20

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის 26 ოქტომბრის სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია 1 872 ახალი შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 30 303-ს შეადგენს. დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 90 სამეგრელოსა და ზემო სვანეთშია , მათ შორის 8 ფოთში გამოვლინდა ინტერვიუ დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით 401 მძიმე პაციენტია, საკარანტინო სივრცეში კი 3 769 ადამიანი, ხოლო 12 611 პირი მკურნალობის სრულ კურსს ბინაზე გადის.

მსგავსი სტატიები