სიახლე 

დღეს ფოთში კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 10 20

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამართულ ბრიფინგზე კოვიდ 19-ის გამოვლენილ შემთხვევებზე ისაუბრეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 32 127-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ იმატა და სულ 1 262-ია. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 238 გარდაცვალების შემთხვევაა. ამ ეტაპზე აქტიურ ინფიცირებულთა რიცხვი 19 231 შეადგენს. მათგან 3 847 ადამიანი მკურნალობის კურს საავადმყოფოში გადის., 13 146 კი მკურნალობას ბინაზე, ხოლო საკარანტინე სივრცეში 3 757 ადამიანი ფიქსირდება. რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 407 ნიმუშის გამოკვლევა მიმდინარეობს. ფოთის ჰოსპიტალში კი 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 10 პირი გამოჯანმრთელდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. ინერვიუ დღეის მდგომარეობით საქართველოში 32 127 პაციენტი ფიქსირდება.

მსგავსი სტატიები