სიახლე 

ეპიდვითარებიდან გამომდინარე ფოთის ფიტნესკლუბებში ხალხის ნაკლებობაა 27 10 20

“კოვიდ 19”-მა დიდი გავლენა მოახდინა ჯანსაღი ცხოვრების წესზეც, რაც ქალაქებში ფიტნეს დარბაზების დახურვით გამოიხატა. ფოთში მოქმედი ფიტნეს დარბაზი თვეების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა და ყველა სახალხო შეკრების ადგილებს შორის დარბაზები მოგვიანებით, ყველაზე გვიან აგვისტოდან გაიხსნა. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთის ფიტნეს დარბაზს ,,fitness star ’’ ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში fitness star დირექტორი ლუკა მარღანია აღნიშნავს ქალაქში კოვიდ19-ის შემთხვევების მატების გამო მომხმარებელთა რაოდენობამ იკლო. აღსანიშნავია რომ ფიტნეს დარბაზი სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ სტანდარტებს და სამუშაო პროცესი კოვიდ19ის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები