სიახლე 

გაიგე მეტი COVID 19 ს შესახებ ფოთი 27 10 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა. 20 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 30 000-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა “კოვიდ-19″ის დიაგნოზი. ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებასთან ერთად მატულობს იმის ნიშნებიც, რომ ჯანდაცვის სისტემა კრიზისში შედის. ამიტომაც პაციენტებს, რომლებსად დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ რეკომენდაციას აძლევენ მკურნალობის კურსი ბინაზე გაიარონ, ამჟამად ასეთი საქართველოს მასშტაბით 12 611 პირია, ფოთში კი 122. სატელეფონო ნანა მხეიძე ჩვენი თანაქალაქელი, ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მოქალაქეებს, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, რეკომენდაციებს აძლევს ჩართვა გოგინავა პროექტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული კლიპი თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

მსგავსი სტატიები