სიახლე 

ირაკლი ხახუბიამ და გიგა ბოკერიამ არჩევანი ფოთში უკვე დააფიქსირეს 31 0 20

N30ე-ე სააარჩევნო უბანი რომელიც ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია განთავსებული თავმჯდომარის განხადებით დროულად გაიხსნა. და ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. აღნიშნულ უბანზე არჩევანი გააკეთა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. მისი თქმით მან ხმა ქვეყნის აღმშენებლობას მისცა. საკუთარი არჩევანი გააკეთა ,,ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ფოთში ხობსა და სენაკში გიგა ბოკერიამ. მან ხმა ფოთის მე 13 საარჩევნო უბანზე მისცა. არჩევანის გასაკეთებლად იგი მეუღლესთან ერთად მივიდა. ბოკერიას განცხადებით ქვეყანა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინშია და დღის ბოლოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით ოლქში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. ფოთში, „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, საკუთარი არჩევანი ოჯახთან ერთად, მე-9 საარჩევნო უბანზე გააკეთა. მისი თქმით ხმა ხმა საქართველოს განვითარებას, სტაბილურობას, მშვიდობას, ქართულ ტრადიციებს და ევროპულ მომავალს მისცა.

მსგავსი სტატიები