სიახლე 

საოლქო საარჩევნო უბნების სტატისტიკური მაჩვენებლები 31 10 20

ფოთში, სამი საათის მონაცემებით, არჩევნებზე თავისი არჩევანი სულ 14 811 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 35,8%-ია. N70 საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის 15 საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. ცნობისათვის, 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ფოთი, სენაკი და ხობი შედის, 108 498 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ფოთში, ამომრჩევლების რაოდენობა 41 376-ს შეადგენს. მოქალაქეები, 50 პოლიტიკურ პარტიასა და 16 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის აკეთებენ არჩევანს. 32 საარჩევნო უბანს დაემატა ერთი სპეც-უბანი, რომელიც კოვიდპაციენტებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე ემსახურება.

მსგავსი სტატიები