ფოთელმა მაჟორიტარებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს 31 10 20
ფოთში 3საჯარო სკოლაში განთავსებულ N2 საარჩევნო უბანი თავმჯდომარის განცხადებით დროულად გაიხსნა და იქ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
აღნიშნულ უბანზე გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ყურუა იმყოფებოდა. მან განაცხადა რომ ხმა მისცა გირჩს და სჯერა რომ აირჩევენ ისეთ ადამიანს რომელიც მომავალი 4წლის განმავლობაში ქვეყანას სწორი კურსით წაიყვანს.
ფოთში #30ე საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა პარტია თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდარმა თამარ ფაჩულიამ. მისი განცხადებით დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. და დღეს მან ხმა ქვეყნის განათლებულ და სამართლიან მომავალს მისცა.
მალთაყვაში #21 უბანზე მივიდა კონსერვატული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ წურწუმია. მისი განცხადებით მან ქვეყნის ერთიანობას თავისუფლებას და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალ ხარისხს მისცა ხმა.