სიახლე 

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობა ფოთში 2 11 20

,,ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. ოპოზიციური პარტიების წევრები კი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ. დღეს მეცხრე ტალღის გადამღები ჯგუფი ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლებს გაესაუბრა, მათ შეაჯამეს საარჩევნო პროცესები და მიღებულ შედეგზე გაამახვილეს ყურადღება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საპარლამენტო არჩევენბს არალეგიტიმურს უწოდებს და მისი თქმით ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა. ევროპული საქართველოს წარმომადგენელი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრობს. პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ ფოთის ორგანიზაციის თავჯდომარე საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ,,კახა კუკავა თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი თამარ ფაჩულია ს განცხადებით საეჭვოა რომ პარტიამ რომელიც ყველა რეიტინგში იზომებოდა, ერთი პროცენტიც კი ვერ აიღო და ისინი საპროტესტ აქციებს მაინც შეუერთდებიან. პარტია გირჩის წარმომადგენელმა ბორის ყურუა ცესკო არჩევნების გაყალბებაში და ხმების ,,მოპარვაში“ დაადანაშაულა. მასობრივ გაყალბებაზე და მოსყიდვაზე საუბრობს ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი დავით სარსანია. გოგი რიონელი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებზე და კომისიების მიერ სამუშაო პროცესის ცუდად წარმართვაზე საუბობს. ასევე გაყალბებაზე საუბრობს სენაკის დამოუკიდებელი კანდიდატი აპოლონ გარუჩავა.

მსგავსი სტატიები