სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის საბოლოო შედეგები 2 11 20

ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად, უკვე ცნობილია, პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულიც გამოვლინდა და ყველა ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. სულ პარლამენტში პროპორციული სისტემით 9პარტიამ შეიყვანა თავისი წარმომადგენელი. პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – „ძალა ერთობაშია“ – 35 მანდატით, შემდეგ მოდიან „ევროპული საქართველო“ (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი). ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდობა ცესკოს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის. რამდენი დეპუტატი იტყვის მანდატზე უარს, ჯერჯერობით უცნობია. 16 ოლქში მეორე ტურები 21 ნოემბერს უნდა დაინიშნოს. ფოთი-ხობი-სენაკის 26-ე მაჟორიტარულ ოლქში,ცესკოს წინასწარი მონაცემებით პირველი 3შედეგის მქონე კანდიდატების მიღებული ხმები ასე ასე გამოიყურება: 1. „ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბია 53,52% 2.„ნაციონალური მოძრაობა“ მურთაზ ზოდელავა – 27,53%. 3. „ევროპული საქართველო“ გიორგი ბოკერია 6,31%). ამჟამად მიმდინარეობს დამოუკიდებელი კანდიდატთა მონაცემთა დაზუსტება, რადგანაც ცესკოს საიტზე 61 ნომრად დავით სარსანიას ნაცვლად მითითებული აპოლონ გარუჩავა იყო. ზუსტ მონაცემებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სტატიები