სიახლე 

ირაკლი ხახუბიამ და ალექსანდრე მოწერელიამ პირველ ტურში გაიმარჯვეს 02 11 20

ფოთი ხობი სენაკის მაჟორატარმა კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ხახუბიამ ხმების 53,52% მოიპოვა და პირველივე ტურში გაიმარჯვა. ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს რომ ამ გამარჯვებას ელოდებოდა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს. კვლავ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ერთად , ფოთში ხობსა და სენაკში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას. აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ 53.29% გაიმარჯვა. მისი განცხადებით არჩევნები დემოკრატიულად მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა. მისი თქმით ამომრჩეველმა თავისი ხმის მიცემით გამოხატა და ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას

მსგავსი სტატიები