სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა 3 11 20

ხმაური მოჰყვა საჩივრების განხილვას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, საოლქომ მათი საჩივრები არ დააკმაყოფილა, რომლებიც კომისიების წევრებსა და დამკვირვებლებზე ზეწოლას ეხებოდა. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. მისი თქმით ოლქში სულ 23 საჩივარი შევიდა, კომისიამ გუშინ 14 განიხილა და აქედან 10 საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების შედეგს აპროტესტებენ და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

მსგავსი სტატიები