სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 36 შემთხვევა გამოვლინდა 3 11 20

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 200 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 143 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 დაფიქსირდა ხობში, 7 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში. დანარჩენიშემთხვევბი კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება. მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტებიa. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 125 კოვიდ პაციენტი, აქედან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის 1 კი მძიმედ იმყოფება. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 103 ადამიანი. რაც შეეხება ფოთს 36 ახალი დადასტურებული შეთხვევა გამოვლინდა. სულ დარეგისტრირებულია 256 პირი. გამოჯანმრთელებულია 145 პაციენტი. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა კი 240-ს შეადგენს.

მსგავსი სტატიები