გაიგე მეტი COVID-19 -ს შესახებ 04 11 20
ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პირბადე მთელს მსოფლიოში აღიარებულია ვირუსის გავრცელების შენელებისა და თავდაცვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად, შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მოქალაქეების მიერ პირბადის გამოყენებას ღია სივრცეებშიც, რადგან 90%-ის მიერ პირბადის სწორად გამოყენება ინფექციის გავრცელების რისკს 70%-ით ამცირებს.
თუ რამდენად იცავს ფოთელი მოსახლეობა დაწესებულ რეგულაციას აღნიშნული საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. ფოთელების აზრი არაერთგვაროვანია
“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია, რომელიც მთავრობის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებსა და ექიმების რეკომენდაციებზე გვესაუბრება
პროექტის ფარგლებში, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული
თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.