სიახლე 

კონკურსი იტალიური სამზარეულოს კვირეულთან დაკავშირებით 05 11 20

იტალიური სამზარეულოს მე-5 მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, 23 -29 ნოემბერს „დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით შემოქმედებით კონკურსს – ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ ატარებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა უნდა წარმოადგინონ კრეატიული ნამუშევრები, რომლებშიც ძირითად მასალად გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ უმი პასტა (მაკარონი, ვერმიშელი და სხვა მისთ.) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად: -გადაუღეთ ფოტო სმარტფონით თქვენს ნამუშევარს -გამოგვიგზავნეთ ჩვენს ოფიციალურ მეილ მისამართზე italsimpatia@gmail.com -გამოგვიგზავნეთ ნამუშევრის ფოტო, თქვენი სახელი და გვარი -ელექტრონულად ნამუშევრის ფოტოს გაგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 ნოემბრის 20:00 სთ. ხოლო ნამუშევრების ორიგინალები უნდა მოიტანოთ, ზემოხსენებული ვადის ამოწურვამდე, ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ ოფისში (მის: თბილისი,კალისტრატე ქუთათელაძის 6). ინტერვიუ ნანა გამარჯვებულებს გადაეცემათ ორგანიზატორებისა და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები კონკურსის ყველა მონაწილე კი დაჯილდოვდება საპატიო სიგელითა და სიმბოლური საჩუქრით

მსგავსი სტატიები