ფოთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 06 11 20
ფოთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევაა.რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშებიდან 117 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 82 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 157 კოვიდ პაციენტი გადის. აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 108 გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 132 ადამიანი იმყოფება.თუ რა ხდება ფოთში ამის შესახებ დეტალურად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.