სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ჟურნალისტი ნინა ხელაძე 06 11 20

კორონავირუსის გავრცელებამ მთლიანად შეცვალა მედიის მუშაობის სტრუქტურა, . როდესაც რეგიონებში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევები გაჩნდა ცხადი გახდა, რომ ადამიანებს მხოლოდ ამის შესახებ აინტერსებდათ ინფორმაცია. სხვა მასალებმა, მეორე პლანზე გადაინაცვლა. “კოვიდ19”-ის გარშემო საკითხებით დაინტერესება არ შენელებულა მეორე ტალღის დროსაც. საჭირო გახდა კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის განახლებად რეჟიმში გაშუქება. ამასთან ჟურნალისტები ადგილობრივ თვითმმართველობისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა სამსახურის და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისგან დროული და სანდო ინფორმაციის მოპოვების პრობლემას აწყდებიან ხშირია სხვადასხვა მიზეზით ინტერვიუებზე უარის თქმის შემთხვევები, არადა ექსპერტების აზრით ადგილობრივი, კომპეტენტური პირების ხშირად გამოჩენა ეკრანებზე და პირდად მათგან ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება მოსახლეობისთვის უფრო დამაჯერებელია ამ პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე ჩვენი სპეციალური გამოშვების სტუმარი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის წარმომადგენელი ნინა ხელაძე გვესაუბრება

მსგავსი სტატიები