სიახლე 

ფოთის სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა 07 11 20

ფოთის საქალაქო სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამრთეს. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის თამარ ჟვანიას გადაყენებას და არჩევნების თავიდან ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია და მათ შესაბამისი საჩივრებით მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ პარტიები უკვე სასამართლოსგან ელიან საჩივრების განხილვას. ამავე დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ რომ სასამრთლოს იმედი არ აქვთ და 8 ნოემბერს თბილისში დაანონსებულ აქციას აუცილებლად შეურთდებიან. საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

მსგავსი სტატიები