სიახლე 

ფოთის “კოლხეთი 1913”-მა “ბახმარო” 3:1 დაამარცხა 17 11 20

დღეს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ჩოხატაურის ,,ბახმარო“ დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში ფოთის კოლხეთმა ვერ შეძლო თერთმეტმეტრიანის რეალიზება , ხოლო  ჩოხატაურელებმა შესძლეს გოლის გატანა და  ტაიმი მათ სასრგებლოდ 1-0 დასრულდა. მეორე ტაიმი ფოთელების შეტევებით დაიწყო და ლამაზი კომბინაციის შემდეგ  თამაზ შალიკაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.  მალევე გუნდი   აკაკი ნინუამ დააწინაურა. თამაშის მიწურულს კი  საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშისთვის მსაჯმა ბახმაროელები დააჯარიმა და თორნიკე მუმლაძემ თერთმეტ-მეტრიანი  დარტყმით საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა. ფოთის ,,კოლხეთი 1913“-ს  კიდევ 4 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

მსგავსი სტატიები