სიახლე 

ფოთელი იუზა ეხვაია თანაქალაქელებს : “თუ მიწა გაქვთ- დაამუშავეთ” 17 11 20

საქართველო GEORGIA ანუ მიწათმოქმედების ქვეყანა. თანამედროვე საქართველოშიც სოფლის მეურნეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აქ თითქმის ყველა  სახეობის მცენარე ხარობს, როგორც სუბტროპიკული, ასევე  ტროპიკული, ზომიერი სარტყლის, ალპური და სხვ. თანამედროვე ფერმერები სხვადასხვა   გამოწვევების წინაშე დგანან, სხვადასხვა სტანდარტებით მოქმედებენ, ინდივიდუალურ მეურნეობებთნ ერთად იქმნება ფერმები, სათბურები და ა.შ. ჩვენს ქალაქში რადგანაც, არ არის ნაყოფიერი მიწები, არის მაღალი გრუნტის წყლები, დაჭაობებული ადგილები და მაღალი ტენიანობა, სოფლის მეურნეობის წარმოებას მრავალ სიძნელეს უქმნის. თუმცა მიუხედავად ამისა არიან პიროვნებები რომლებიც მაინც ახერხებენ არა მარტო ბოსტნეულის და მწვანილის, არამედ ხილის, ბაღჩეულის და მარცვლეული კულტურების წარმოებასაც. ჩვენ ჩვენს თანაქალაქელ იუზა ეხვაიას ვესტუმრეთ.  შემოდგომა  პერიოდი, როცა ირგვლივ ღვინის, თათრის, ახალგამოხდილი ჭაჭის, შესანახი სანოვაგის სურნელი ტრიალებს.  ადამიანები სახლისკენ ეზიდებიან ჭირნახულს ტრაქტორით, ურმით თუ ურიკით რის  შემდეგაც ყველაფერი დაბინავდება, შეინახება, მოიბოჭება. იუზა ეხვაია იმ ერთ-ერთთაგანია, რომსაც ზამთრის მოსვლის არ ეშინია და სტუმარს ყოველთვის გასლილი ხელებით და ტრადიციული მდიდარი  სუფრითთ ხვდება.

მსგავსი სტატიები