სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევაა 18 11 20

ფოთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევაა .საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 368 ადამიანია. გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 17 086. სამწუხაროდ გარდაიცვალა 37 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 89 395-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 68 929. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 815 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი 52 079 შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურს გადის 161 კოვიდ პაციენტი,მათ შორის 63 საშუალო სიმძიმისაა,ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს,მათ შორი 6 მძიმე. ფოთში არსებულ მდგომარეობაზე კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები