ფოთში კორონავირუსით ქალბატონი გარდაიცვალა 25 11 20
ფოთში დაავადებული პაციენტი გარდაიცვალა, ამ დრისთვის კი ახალი გვაქვს დასნებოვნების 119 ახალი შემთხვევაა. კორონავირუსით საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 366 პირი. გარდაიცვალა 34 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 114 889-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 95 581 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 085 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 145 ადამიანი.რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა 232 ადამიანი. რუხის კლინიკაში – 142 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 85 საშუალო სიმძიმის, ფოთის კლინიკაში კი – 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე.