სიახლე 

ფოთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 25 11 20

დღეს ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, პირველად ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მისი მერისთვისშენიშვნებით დაბრუნების თაობაზე მეორე საკითხად ელისო ჯანაშიას მიერ 2 ნოემბერს წარდგენილი პეტიციის თობაზე იმსჯელეს, რომელიც ქალაქში ჰაერის დაბინძურებას და მოსახლეობაში მისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს შეეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ ჯავახიშვილის ქუჩის პრობლემაზე მომუშავე უკვე შექმნილი მუშა ჯგუფის ფუნქციებს ქალაქში არსებული თევზის სუნის პრობლემაზე მუშაობაც დაემატოს.

მსგავსი სტატიები