სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 11 20

როგორც ფოთში, ასევე მთელ საქართველოში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები კვლავ მაღალია, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 200 პირი. გარდაიცვალა 39 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 118 690-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 98 781 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 124 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 145 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა 371 ადამიანი. რუხის კლინიკაში – 144 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის, ფოთის კლინიკაში კი – 41 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 16 მძიმე.

მსგავსი სტატიები