სიახლე 

“კოლხეთი 1913” – “მეშახტე” 5:0 27 11 20

დღეს საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე ეროვნული ლიგას სამის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ტყიბულის ,,მეშახტე“ დაუპირისპირდა. თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე ფოთის გუნდი თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა, ხოლო ტაიმის ბოლოს გიორგი ნაფიშვილმა მეორედაც დალაშქრა მოწინაარმდეგის კარი და პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა. ფოთელებმა მეორე ტაიმშიც გააგრძელებს შეტევები და თორნიკე მუმლაძემ, გურამ ლეჟავამ, ვალერი ოხოვმა გატანილი გოლებით საბოლოო ანგარიში 5-0 დააფიქსირეს. შეგახსენებთ, რომ ფოთის ,,კოლხეთი 1913“ კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი.

მსგავსი სტატიები