ფოთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევაა 27 11 20
ფოთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევაა, აქედან 1 გადაყვანილია სამკურნალოდ, 132 კი ბინაზე რჩბა. სამწუხაროდ გარდაცვალა 72 წლის ქალბატონი, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 489 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 123 470-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 102 270- ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 161 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რაც შეეხება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 114 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით დაინფიცირდა 135 ადამიანი. რუხის კლინიკაში – 146 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის, სენამედის საავადმყოფოში 30 კოვიდ პაციენტი იმყოფება, ხოლო ფოთის კლინიკაში კი – 41 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 16 მძიმე.