სიახლე 

ფოთში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დებიუტის“ პროექტი დასრულდა 27 11 20

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,, სვლა წარმატებისკენ -შექმენი შენი დებიუტი“ პროექტი, დაწესებული რეგულაციების გამო, ერთი თვით ადრე დაასრულა. იგი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჭადრაკის უფასოდ შესწავლას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში 20 მონაწილე იყო ჩართული, რომლის ნაწილსაც ბავშვთა სახლის ბენეფიციარები წარმოადგენდნენ. სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ მათი დაჯილდოება 28 ნოემბერს უშუალოდ ბავშვთა სახლში გადაწყვიტა. დღეს ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა პროექტში ჩართული მოსწავლეები წიგნებით და სხვადასხვა საჭადრაკო ინვეტარით დააჯილდოვა. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებითა და ფოთის ჭადრაკის კლუბის ხელშეწყობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სვლა წარმატებისკენ- შექმენი შენი დებიუტი“ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს .

მსგავსი სტატიები