სიახლე 

ფოთის I სკოლაში პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა 27 11 20

თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია  “ახალი სკოლის მოდელის” პროექტშია ჩართული. სასკოლო კულტურის განვითარების მიზნით სხვდასხვა აქტივობა ხორციელდება. წელს სკოლა ევროსაბჭოს კამპანიაში “დემოკრატიული სკოლა ყველასათვის” ჩაერთო.  საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა მიერ პროექტი “სკოლის გენდერული აუდიტი” განხორციელდა, საფინალო შეხვედრა 27 ნოემბერს სკოლის იდეათეკაში გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნაშრომების პრეზენტაცია წარმოადგინეს.  შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი ზაზა ჭანტურია, პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები და სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ .პროექტის მონაწილეები  სიგელებითა და სამახსოვრო სუვენირებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი სტატიები