სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 03 12 20

“ფოთში კორონავირუსით ინფიცირების 92 ახალი შემთხვევაა . ბოლო მონაცემებით ფოთში სულ 1 841 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1215 ადამიანი. სამწუხაროდ 8 პიროვნება გარდაიცვალა . აქტიურ პაციენტად ითვლება 626 პირი. სტაციონარში მკურნალობას გადის 24. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 27 . ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას 575 ადამიანი გადის“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.
საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 947 პირი. გარდაიცვალა 45 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 147 636-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 124 568 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 387 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს .
რუხის კლინიკაში 150 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 85 საშუალო სიმძიმის, სამწუხაროდ რუხის კლინიკაში თანმდევი დაავადებებით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, სენამედის კლინიკაში – სულ 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე. ფოთის კლინიკაში კი – 40 კოვიდ პაციენტი დარეგისტრირებული , მათ შორის 11 მძიმე პაციენტია.

მსგავსი სტატიები