სიახლე 

ფოთელი პოლიტიკოსები, ცესკოს საბოლოო ოქმს აფასებენ 04 12 20

ცესკო-მ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და დააკანონა.თამარ ჟვანიას უწყების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა სულ 3 511 853 ამომრჩეველმა მიიღო, აქედან პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 1 992 891 ამომრჩეველი მონაწილეობდა, ხოლო ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მეტი 60 მანდატი პროპორციულ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, შემდეგია ენმ-ძალა ერთობაშია – 36 მანდატით და მესამეა “ევროპული საქართველო” – 5 მანდატი. ვნახოთ როგორ აფასებენ ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენლები საბოლოო შედეგებს. შეგახსენებთ რომ მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, ცესკო-ს მონაცემებით, 30-ვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებულია „ქართული ოცნების” კანდიდატები.

მსგავსი სტატიები