სიახლე 

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულს, დღეს ფოთში ბრალი წაუყენეს 04 12 20

პოლიციელებზე თავდასხმში ბრლდებულ ასლან ვაშაყმაძეს ფოთის საქალაქო სასამართლომ, დღეს ონლაინ რეჟიმში გამართულ სხდომაზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი, გიორგი გოგინავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ ბრალდებას პოლიციელზე თავდასხმის შესახებ არ ეთანხმება და თვლის, რომ ამ ბრალდების უსაფუძვლობის დადასტურებას მტკიცებულებების შეგროვებით შეძლებს. დაცვის მხარე სასამართლოსაგან აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენებაზე შუამდგომლობდა და მზად იყო გირაოს სახით უძრავი ქონება წარედგინა. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ასლან ვაშაყმაძემ რამოდენიმე დღის წინ პირად სოციალურ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც პოლიციელებზე ძალადობრივი ზემოქმედების მოწოდებას შეიცავდა.

მსგავსი სტატიები