სიახლე 

საქართველოში კოვიდ 19-ის მორიგი ანტირეკორდი გამოვლინდა 04 12 20

ფოთში “კოვიდ19”-ის 86 ახალი შემთხვევაა, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 336 პირი. გარდაიცვალა 38 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 152 704-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 126 904 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რეგიონის მასშტაბით გვაქვს გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა,გარდაიცვალა 71 წლის ქალბატონი,რომელიც ფოთის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა,ხოლო მეორე გარდაცვალებული 78 წლის მამაკაცი ,ქუთაისის კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა.რუხის კლინიკაში 156 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 80 საშუალო სიმძიმის, სენამედის კლინიკაში – სულ 40 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე. ფოთის კლინიკაში კი – 41 კოვიდ პაციენტი დარეგისტრირებული , მათ შორის 12 მძიმე პაციენტია.

მსგავსი სტატიები