სიახლე 

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამუშაოები გრძელდება 15 12 20

ფეხბურთში 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, თბილისთან და ბათუმთან ერთად, ფოთიც იქნება. მატჩები ფოთის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გაიმართოს, რომლის მშენებლობაც უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად ამჟამად მიმდინარეობს. თუ რა მდგომარეობაა სტადიონზე ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში, ცენტრალური სტადიონის 2 ათას 740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედანი. მიმდინარეობს გასახდელების, სველი წერტილების, სწრაფი კვების სივრცეებისა და სხვა სამეურნეო სათავსოების მშენებლობაც. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.მილიონ 3 ათასი ლარია

მსგავსი სტატიები