სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 12 20

ფოთში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევაა,საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 837 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 105 პირი. გარდაიცვალა 44 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 194 900-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 164 786 – ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 883 გარდაცვალების შემთხვევა . რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 153 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 85 საშუალოდ მძიმე და 11 მძიმე , ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს 39 პაციენტი გადის, მათ შორის 5 მძიმე . ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში – 31 პაციენტია, მთ ორის 4 მძიმე. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28 პაციენტია. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში – 108 კოვიდპაციენტია დარეგისტრირებული. 14 დეკემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთში, სენაკში კლინიკა არქიმედეში 62 წლის კოვიდ ინფიცირებული ქალბატონი გარდაიცვალა.

მსგავსი სტატიები