სიახლე 

ფოთს 5 ახალი ავტობუსი გადმოეცა 16 12 20

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. აქედან 5 ავტობუსი ფოთს უკვე გადაეცა, ხოლო 5 კი უახლოეს მომავალში გადაეცემა. მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტები მომზადდებიან
ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სტატიები