სიახლე 

ფოთელ მოჭადრაკეთა წარმატება 16 12 20

ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლის აკაკი ყალიჩავას გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 16 წლამდე ჭაბუკთა შორის. მან 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
12 წლამდე ჭაბუკთა შორის 6 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა კახაბერ კიზირიამ. ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის მე-8 იყო ანა სანიკიძე.
ფოთელმა მოჭადრაკეებმა წარმატებას ელვისებურ ჭადრაკშიც მიაღწიეს !
ამჯერად საქართველოს ონლაინ ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს კახაბერ კიზირიამ (12 წლამდე ასაკში ) და აკაკი ყალიჩავამ (16 წლამდე ასაკში).
ჩემპიონატი 15 დეკემბერს გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 70-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა

მსგავსი სტატიები