სიახლე 

თევზის სუნის გავრცელების საწინააღმდეგო აქციები ფოთში 11 01 21

შაბათს ფოთში,მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები ქალაქში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდნენ. მათ აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ითხოვდნენ. მოგვიანებით აქციამ, მერის საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა. სადაც აქციის მონაწილეებსა და ფოთის მერის მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა,რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლა. დღეს საპროტესტო აქცია ისევ გაგრძელდა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ისინი დაშლას არ აპირებენ და სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს პერმამენტულად გააგრძელებენ .

მსგავსი სტატიები