სიახლე 

ფოთში, რეკვავას ქუჩის რეაბილიტაციაზე მომუშავეებმა აქცია გამართეს 11 01 21

დღეს აქცია იყო ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე , რეკვავას ქუჩის რეაბილიტაციაში მონაწილე ადამიანები, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზატკევილი პლიუსის” დირექტორს არაკეთილსინდისიერებაში დებენ ბრალს,როგორც ისინი აცხადებენ კომპანიის დირექტორმა გამოიყენა მათი შრომითი რესურსი და ტექნიკა, შემდეგ კი ისინი ახალი ჯგუფით ჩაანაცვლა და ანაზღაურების სრულად გადახდაზე უარი განაცხადა. საპირისპირო აზრი აქვს კომპანიის წარმომადგენელ იურისტს,როგორც ის აცხადებს შ.პ.ს.,, გზატკეცილი პლიუსმა” თითოეულ სუბიექტს დავალიანება სრულად დაუფარა და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც გააჩნია. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კუთვნილი ანაზღაურების მიღებაა,როგორც ისინი აცხადებენ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კომპანიას რეკვავას ქუჩაზე სამუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ

მსგავსი სტატიები