ფოთში ტრაილერის მძღოლები გაიფიცნენ 15 01 21
დღეს ფოთში ტრაილერის მძღოლებმა აქცია გამართეს, ისინი გადამზიდავი კომპანიებისგან შეკვეთილი რეისების ტარიფების ზრდას ითხოვენ, მათი განცხადებით იმ ფონზე როცა, საწვავის ჩათვლით, ყველაფერი გაძვირდა, შეუძლებელია იმუშაონ წლების წინ დადგენილი ხელოვნურად დაწეული ტარიფის შესაბამისად.
როგორც მძღოლები აცხადებენ რომ რეისში გასვლას აზრი არ აქვს,რადგან მიღებული შემოსავლებით ვერც ოჯახებს ინახავენ და ვერც ბანკის სესხებს იხდიან.
აქციის მონაწილეებს გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლებთან სურთ მოლაპარაკება და ითხოვენ რომ მათ მიერ ჩამოყალიბებული ტარიფი გადამზიდმა კომპანიებმა დააკმაყოფილონ.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილე მძღოლები ტვირთის აღებას არ აპირებენ,რაც როგორც ტრანსპორტის ასევე ლოჯისტიკური კომპანიების გაჩერებას ნიშნავს.