სიახლე 

ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ის ინფიცირების 28 შემთხვევაა დაფიქსირებული 15 01 21

ბოლო 24 საათში ფოთში კორონავირუსის 28 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოშუ კი სულ 1177 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალი – 14 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 22 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი – 37 პაციენტი, მძიმე 1. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 55,   საკარანტინე სივრცეში  კი იმყოფება – 26 ადამიანი.

მსგავსი სტატიები