სიახლე 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის I საჯარო სკოლაში 03 02 21

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებით ფოთის პირველ საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაცია იყო. ასევე ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ნორვეგიული ენის სპეციალისტი ქეთავან კვიჟინაზე უძღვებოდა. სკოლას ფოთელი ახალგაზრდა მწერალი ირაკლი შამათავა ესტუმრა ,რომელიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ლიტერატურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა კი 31 მილიონამდე აღწევს.

მსგავსი სტატიები