სიახლე 

ქალაქს ხუთი ახალი ავტობუსი მოემსახურება 03 02 21

1 თებერვლიდან ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ქალაქს ხუთი ახალი ავტობუსი მოემსახურება,რომლებიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით,გარდა ამისა კორონავირუსის პრევენციის მიზნით უსათრხოებისთვის საჭირო ყველა რეგულაცია დაცულია. მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. როგორც სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა ლადო გუნიავამ განაცხადა ქალაქს კიდევ 5 ახალი ავტობუსი დაემატება,ხოლო რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება. მგზავრების გადაყვანამდე, ავტობუსებზე მომუშავე მძღოლებმა შესაბამისი ტრენინგები გაიარეს მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს ყოველდღე, გარდა შაბათ-კვირისა.

მსგავსი სტატიები