სიახლე 

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში კოვიდ -19 ის შემთხვევა დაფიქსირდა 03 02 21

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში “კოვიდ 19”-ის შემთხვევა დაფიქსირდა. გავრცელდა ინფორმაცია ,რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სკოლის დირექტორს გივი ხომერიკს დავუკავშირდით, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სკოლა დისტანციურ რეჟიმზე არ გადასულა და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში რეგულაციების სრული დაცვით საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. გივი ხომერიკის თქმით : მშობლების მხრიდან პანიკაა რის გამოც სკოლაში გამოცხადებულ მოსწავლეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მშობლებს აქვთ უფლება სწავლების სასურველი ვარიანტი აირჩიონ. გადავა თუ არა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები