სიახლე 

ფოთის თეატრში პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 04 02 21

ფოთის თეატრში პირველი ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რამაზ იოსელიანის და დირექტორის თენგიზ ხუხიას განცხადებით , მიუხედავად იმისა ,რომ პროექტი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თეატრის სარესტავრაციო სამუშაოები იმდენად უხარისხოდაა შესრულებული, რომ განმეორებით სამუშაოებს საჭიროებს. თეატრის დასი მეორე ეტაპის სამუსაოებზე ტენდერის გამოცხადებას ელოდება , რომ შენობის რესტავრაცია დასრულდეს და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ, მანამდე კი რეპეტიციები კულტურის სახლში გრძელდება.

მსგავსი სტატიები