სიახლე 

იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადაეცა 04 02 21

დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადასცა. აღნიშნული ტრაქტორები გაამჯუბესებს მათ ყოველდღიურ ეკონომიურ ყოფას. პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის გაჩენა წარმოადგენს. როგორც ფოთის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსმა ირაკლი ლეჟავამ განაცხადა : პროგრამა 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. სახელმწიფო აქტიურად ზრუნავს დევნილთა დასაქმებაზე და მხოლოდ 2020 წელს 400 ზე მეტი ოჯახი დასაქმდა. ყოველწლიურად სააგენტო დევნილთა დასახმარებლად არაერთ მსგავს პროგრამას ახორციელებს.

მსგავსი სტატიები