სიახლე 

ენგურჰესის რეაბილიტაცია გრძელდება 08 02 21

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის თაღოვანი კაშხლის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.,პროცესი 24 – საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა. ჰესის გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგი 30%-35%-ით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კილოვატ .სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს. პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ჩაერთვება.

მსგავსი სტატიები