სიახლე 

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა 08 02 21

ფოთში მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, შალვა შალიკაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს : მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით ნივთმტკიცება ან სამხილი,რომელიც დაკავებულის ბრალეულობაზე მიუთითებს არ არსებობს. ის სასამართლოს არაკანონიერებაზე საუბრობს და განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ფოთში 4 თებერვალს მოხდა. 43 წლის გურამ ახალაია საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები