სიახლე 

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა 08 02 21

დღეს ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის გარეშე ჩატარდა. დღის წესრიგის ფარგლებში განხილული ექვსივე საკითხი კომისიამ შეაჯამა და დადებითად ცნო:• ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და გასული წლის დადგენილებაში ცვლილების შეტანა.• მუნიციპალიტეტის მერიის და სხვა მომსახურეთა თანამდებობების პირთა სარგოების განსაზღვრა და საშტატო ნუსხის დამტკიცება.• საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოების განსაზღვრა და ამავე აპარატის მომსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცება.• მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ,,ფოთის მუნიციოპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრისთვის’’• ქალაქ ფოთის მერიისთვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხუთი ახალი ავტობუსის უსასყიდლოდ,უვადოდ გადაცემა.• საზოგადოებრივი სათათბირო ორგანოს შექმნა.

მსგავსი სტატიები