სიახლე 

ფოთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 09 02 21

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გამოიღვიძე”-ს დამფუძნებელი ანა იოსავა ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაუკავშირდა. ის ქალაქის გზებზე არსებულ პრობლემებს აპროტესტებს.მისი თქმით ფოთში მხოლოდ მერის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ასფალტის საფარი დაგებული,გზის დარჩენილი ნაწილი კი მოუწესრიგებელია და შესაბამისად მოსახლეობასაც გადაადგილება უჭირს. როგორც ანა იოსავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე,თუ როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია.ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ლევან სონგულიას დავუკავშირდით როგორც მან აღნიშნა : კონკრეტული ვადა როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია,თუმცა,სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები