სიახლე 

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს 10 02 21

წყალმომარაგების კომპანია ფოთში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს: პირველი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც , მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში.წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია სამუშაოების დაახლოებით 80 % შესრულებულია,თუმცა რეაბილიტაციის პროცესში არის მცირე ხარვეზები ,რომლებიც თებერვლის ბოლოსათვის აღმოიფხვრება. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას.ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.

მსგავსი სტატიები