სიახლე 

ფოთში, დისტანციური სწავლება 2 სკოლაში მიმდინარეობს 10 02 21

ფოთში, დისტანციური სწავლება ორ სკოლაში მიმდინარეობს .  მეოთხე საჯარო სკოლაში დირექტორს, საქმეთა მწარმოებელს და დარაჯს კორონა ვურუსი დაუდასტურდათ. სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ასევე დისტანციურ ფორმატში აგრძელებს სწავლას მესამე საჯარო სკოლის მხოლოდ ერთი  კლასი, სადაც ვირუსი მოსწავლეს დაუდგინდა. მიუხედავად იმისა,რომ კორონავირუსი არ დადასტურებულა ,მშობლების მოთხოვნით გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზიაშიც, აღნიშნული საკითხის გასარკვევად  ჩვენ სკოლა- გიმნაზიის დირექტორს თამარ ფაჩულიას დავუკავშრდით.ფოთში დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში  სასწავლო პროცესი  საკლასო ოთახებში აქტიურად მიმდინარეობს,ყოველგვარი რეგულაციების დაცვით.

მსგავსი სტატიები